პროდუქტიული საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან.

“კარგი და პროდუქტიული საუბარი მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან ამ რთულ დროს. [საუბარი] შეეხო უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს”,– წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.