ძალიან საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს და ვეთანხმებით – ამის შესახებ ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
„პრინციპში აღიარებს, მაგრამ ძირითადად ხვალ დააფიქსირებს პოზიციას, მეც ჩემს სათქმელს სასამართლოზე ვიტყვი. დღეს სიტყვა ძუნწი იყო. აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა და მოითხოვს ალბათ პატიმრობას და ჩვენც ვეთანხმებით, თვითონ განაცხადა თანხმობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო. ისიც მინდა გითხრათ, რომ თავად შეატყობინა ამის შესახებ, აზრზე რომ მოვედი, თვითონ მე დავრეკე პოლიციაშიო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ.