ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.
მისი თქმით, პროკურატურამ ადვოკატებს შესთავაზა მელიას გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი, თუმცა დაცვის მხარე “კანონით სპეკულირებს” და “საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს”.
“ამბობს, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი”,– აცხადებს პროკურორი.
დღეს, 11:00 საათზე ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხზეც იმსჯელოს.