პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკას ატარებენ. პროფკავშირის დამფუძნებლის გიორგი დიასამიძის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდება. დიასამიძე ჩხრეკას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირის აქტიურობას, ასევე, საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან გარკვეულ დაპირისპირებას უკავშირებს.
“გარკვეული სახის პროტესტები რომ არ იყოს ორგანიზებული ცდილობენ ველის მოსუფთავებას. დანარჩენს დაველოდოთ. […] პროფკავშირი ლაბორი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარული ვართ სხვადასხვა მშრომელთა სამართლიანი პროტესტების მიმართ და გარდა ამისა, იყო ფაქტი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან მოგვივიდა გარკვეული დაპირისპირება, არ ვეთანხმებოდით მის საქმიანობას, არჩევნებში იღებდა ლაბორი მონაწილეობას, გარიცხეს და რაღაცები ერთმანეთთან ბმაში და კავშირშია”, – ამბობს გიორგი დიასამიძე.