მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც 7 დეკემბერს სასამართლოში იყო დაბარებული, წერს, რომ პროცესი გადაიდო.
“დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა”,– ამბობს ნიკა გვარამია.
მას სასამართლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გუშინ დაუკავშირდნენ. გვარამია აცხადებდა, რომ მის დაკავებას მოლაპარაკებებზე ქართული ოცნება “სავაჭროდ” გამოიყენებდა.
გვარამიას გარდა, პროცესები განახლდა გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებზეც, თუმცა მათ შემთხვევაშიც გადაიდება თუ არა პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.