„რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით, ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერის პირობა დადო თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა.[…] ამ კუთხით, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომელთა ინიცირებასაც რუსეთის ფედერაცია ახდენს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“,
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა „მეგობრულ, სანდო ატმოსფეროში“ გაიმართა.