პუტინი 2024 წლამდე ვერ იცოცხლებს. რუსეთის მოსახლეობის თვალში პუტინი საკუთარ თავს გამარჯვებულად ვერ აჩვენებს და ეს მისი მთავარი პრობლემაა – რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია პონომარევმა უკრაინაში სამხედრო დამარცხების შემდეგ კრემლის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დაცემა იწინასწარმეტყველა.
“პუტინს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. უფრო ზუსტად, ის, რაც მას შეუძლია გამოაცხადოს გამარჯვებად. თუ დაიკავებს გარკვეულ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინს შეუძლია უზრუნველყოს, მაშინ ეს მისთვის გარკვეული გამარჯვება იქნება”, – განუცხადა პონომარეევმა ტელეკომპანია Espresso-ს.
“ის რასაც პუტინი აკეთებს ბოლო თვეებში სულ უფრო და უფრო ჰგავს ერთგვარ თვითმკვლელობას. რადგან, როდესაც მან გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიების ანექსია, ის უბრალოდ ვერ დატოვებს უკრაინას. პუტინმა გამოაცხადა რუსეთის მოსახლეობისთვის ტერიტორიების ანექსია და ახლა მხოლოდ მისი წასვლა “კატასტროფა იქნება. ეს იქნება მისი დამარცხება რუსებისთვის და პუტინი არ იქნება მათი ლიდერი. ამიტომ ჩემი პროგნოზი, რომ ის არ იცოცხლებს. 2024 წლის ნახვა საკმაოდ რეალურია“, – დასძინა პონომარეევმა.