პუტინი ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოემშვიდობა (ვიდეო)

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის წითელი ვარდებით გამოემშვიდობა. ცერემონია პროფკავშირების სახლში მიმდინარეობს.

ჟირინოვსკი 6 აპრილს, 76 წლის ასაკში მოკვდა. მისი დაკრძალვა დღეს, 8 აპრილს, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე გაიმართება.