რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.
“ეს ნიშნავს მათ პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ იმავე გზით. […]თუ მათ შესაძლებლად მიაჩნიათ საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიტანა, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები განხორციელდეს და პრობლემები შეგვექმნას, რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იგივე ტიპის იარაღი მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს, სადაც მისი გამოყენება შეიძლება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებიც ამას რუსეთს უკეთებენ? […] ახლა თუ ისინი გამოიყენებენ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასარტყმელად, ეს სრულად გააფუჭებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს”. – თქვა მან.