პუტინი გახდა რიგით მეოთხე სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, რომელის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მისი კოლეგების უმეტესობამ მოღვაწეობა არცთუ სახარბიელოდ დაასრულა.
სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი არის სახელმწიფოს პირველი მოქმედი მეთაური, რომელზეც 2008 წელს სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ალ-ბაშირი დარფურში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გენოციდში დაადანაშაულეს. ბრალდებამ ხელი არ შეუშალა მას ხელისუფლებაში კიდევ 11 წელი დარჩენილიყო. 2019 წელს ალ-ბაშირი სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს და დააკავეს (მაგრამ ჰააგაში მისი ექსტრადირება ჯერ არ მომხდარა).
ლიბიის პრეზიდენტი მუამარ კადაფი. მისი დაკავების ორდერი 2011 წელს გაიცა. მას ბრალი წაუყენეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში მასობრივი პროტესტის ჩახშობის ოპერაციის დროს. კადაფიმ არ იცოცხლა სასამართლო პროცესისთვის, ის ამბოხებულებმა მოკლეს.
კოტ დ’ივუარის პრეზიდენტი ლორან გბაგბო. 2011 წელს მან არჩევნები წააგო, ბუნკერში მიიმალა, მაგრამ თავდასხმის შემდეგ დააკავეს და ჰააგაში გადაიყვანეს. გბაგბოს ბრალი ედებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში. 2019 წელს ის გაამართლეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემაში ასევე არსებობს სპეციალური სამხედრო ტრიბუნალები. უახლეს ისტორიაში ასეთი რვა იყო. ამჟამად მოქმედი ორი საერთაშორისო ტრიბუნალია: რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაზე. ბოლო სასამართლო პროცესზე ბრალი წაუყენეს იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც ჰააგის ციხეში გარდაიცვალა, ისე, რომ განაჩენს ვერ მოესწრო.
პუტინისთვის სპეციალური სამხედრო ტრიბუნალი უკვე იქმნება.