ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ცზინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩინური მედიის ინფორმაციით, მათმა ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკებების გზით.
საუბრის დასრულების შემდეგ ჩინეთის ტელევიზიამ განაცხადა, რომ პუტინმა ცზინპინთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა “უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებისთვის“. ამავე დროს, ტელევიზიას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისთან საუბრისთვის არის მზად პუტინი.
მანამდე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ პუტინს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა.