პუტინი პროდასავლელ რუსებს “ეროვნულ მოღალატეებს” უწოდებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პროდასავლურად განწყობილ რუსებს “ეროვნულ მოღალატეებსა” და “მეხუთე კოლონას” უწოდებს.

მისი თქმით, დასავლეთს არ სჭირდება ძლიერი და სუვერენული რუსეთი და უნდათ ის სუსტ და დამოკიდებულ ქვეყანად აქციონ.

პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ეყრდნობიან “ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს – მათ, ვინც ფულს შოულობს რუსეთში, მაგრამ ცხოვრობს დასავლეთში „მათი ფიქრით, მონური ცნობიერებით“.

”მე საერთოდ არ განვსჯი მათ, ვისაც აქვს ვილა მაიამიში ან საფრანგეთის რივიერაზე, რომლებსაც არ შეუძლიათ ფუა-გრას, ხამანწკების ან ეგრეთ წოდებული გენდერული თავისუფლებების გარეშე. მაგრამ პრობლემა აბსოლუტურად არ არის ამაში, არამედ იმაშია, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი არსებითად, გონებრივად ზუსტად იქ არიან და არა აქ, ჩვენს ხალხთან, რუსეთში”,– თქვა პუტინმა.

მისივე განცხადებით, ასეთი ხალხი “მზად არის გაყიდოს საკუთარი დედა, თუ ამ უმაღლესი კასტის დერეფანში ჯდომის უფლებას მისცემე”.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხი „ყოველთვის შეძლებს ჭეშმარიტი პატრიოტების გარჩევას ნაძირლებისა და მოღალატეებისგან“.