პუტინი სამხედრო დამნაშავეა – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს “სამხედრო დამნაშავე” უწოდა.

“ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა“,– თქვა ბაიდენმა დღეს, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მსგავსი შეფასება აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გააკეთა.