არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ 30 სექტემბერს პუტინი რუსეთის პარლამენტისადმი მიმართვისას ოფიციალურად გამოაცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ– წერს ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში. რეფერენდუმები, რომლებიც ამჟამად ამ ტერიტორიებზე ტარდება 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
რუსეთის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ასეთი განცხადება ტერიტორიების შეერთების შესახებ აღქმული იქნება როგორც “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატება და ომის პატრიოტულ მხარდაჭერას გაამყარებს.
ეს მცდელობა, სავარაუდოდ ჩაიშლება ბრძოლის ველზე რუსეთის წარუმატებლობების შესახებ რუსეთის მოსახლეობის მზარდი ინფორმირებულობისა და გასულ კვირას გამოცხადებული მობილიზაციის გამო მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე – წერს ბრიტანული დაზვერვა ანგარიშში.