”პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ” – ამის შესახებ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
“გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს – და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს.
პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას”, – განაცხადა შტაინმაიერმა.