“ხალხს ვეუბნები, რომ არასოდეს დავთმობთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი ქალაქია, ეს ჩვენი ოჯახია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მომავალს“.
ომის მიზეზი რუსეთის მხრიდან რეალურად უაზროა. მიზეზი, რის გამოც პუტინი ომობს, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, პუტინს კი სურს, აღადგინოს რუსეთის იმპერია.
უკრაინის გარეშე ძნელია ამის გაკეთება. მისი ოცნებაა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვიყავით სსრკ-ში და არ გვინდა სსრკ-ში დაბრუნება”
თქვა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ CNN-თან ინტერვიუში.