პუტინის რეზიდენციის დასაცავად საჰაერო თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება დაიწყეს

რუსეთში, ნოვგოროდის რეგიონში, ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  რეზიდენციის მახლობლად რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების მონტაჟი დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია რუსული მედია Агентство Новости-ი ავრცელებს.

ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვალდაის მაცხოვრებლებმა მედიას გასულ კვირას სოფელ იაშჩეროვოში გადაღებული ფოტო გაუგზავნეს. ფოტოზე ნაჩვენებია საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც, ფოტოს ავტორის თქმით, სოფელში რამდენიმე კვირის წინ განათავსეს.

Агентство. Новости-ს ვარაუდით, ფოტოზე Панцирь-С1-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემაა გამოსახული. ამავე ინფორმაციით, მსგავსი თავდაცვითი სისტემები შენიშნეს მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და მის გარეუბნებში.

ჟურნალისტები ასკვნიან, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა იაშჩეროვოში გამოჩნდა უკრაინული თვითმფრინავების მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის შიგნით თავდასხმის შემდეგ.