რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.
“ინდუსტრიული ზონის შემოთავაზებული შტურმი მიზანშეუწყონლად მიმაჩნია. მე ვბრძანებ მის გაუქმებას“, – მიმართა მან თავდაცვის მინისტრ შოიგუს.
“დიახ”, – უპასუხა შოიგუმ.
პუტინმა აზოვსტალზე თავდასხმის გაუქმება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ახსნა.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და მიწისქვეშეთში ხოხვა ამ სამრეწველო ობიექტების გასწვრივ“, – განაცხადა მან.
„ჩაკეტეთ ეს ინდუსტრიული ზონა, რომ ბუზი არ გამოფრინდეს“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინთან შეხვედრაზე შოიგუმ მარიუპოლს “ნაციონალისტური აზოვის დედაქალაქი უწოდა“ და თქვა, რომ ქალაქი სრულად კონტროლდება რუსების მიერ, გარდა საწარმო აზოვსტალის ტერიტორიისა. “უკრაინელი ბოევიკები და უცხოელი დაქირავებულები იქ საიმედოდ არიან ჩაკეტილები“– თქვა შოიგუმ.
პუტინმა “საბორძოლო მოქმედებებს“ მარიუპოლში “წარმატება“ უწოდა. მან გამოთქვა სურვილი რუსი სამხედროები ჯილოდოებზე წარადგინონ.