რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა.
- „რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულების ცალკეული პუნქტები ავალებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას განსაზღვროს 2028 წლამდე ZNPP-ის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული ასპექტები. კერძოდ, მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაადგინოს ფინანსური და სხვა რესურსების გამოყენების სპეციფიკა. უზრუნველყოს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება და სამუშაოს წარმოების უფლების ლიცენზიების გაცემა. სახელმწიფოს მეთაურს ასევე დაევალა იფიქროს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ფედერალური სახელმწიფო ზედამხედველობის დეტალებზე.