უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კერძო სამხედრო ორგანიზაციის “ვაგნერის” ჯგუფის მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებაში კრემლს ადანაშაულებს და საჯაროდ მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.ინფორმაციას ამის შესახებ, BBC-ი ავრცელებს.
”ჩვენ გლოვის დღეები არ გვქონია უკრაინაში, როდესაც პრიგოჟინი გარდაიცვალა. მისი დაღუპვა ჩვენთვის ერთით ნაკლებ ტერორისტს ნიშნავს.[…] პუტინმა თავი დაკარგა, როგორც პიროვნებამ და როგორც პოლიტიკოსმა. მან მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს”,-ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-სთან თუმცა სახელმწიფოს მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რა ფაქტების საფუძველზე გააკეთა შესაბამისი განცხადება.
ზელენსკის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილი იყო დარტყმა თავად რუსებისთვის, რადგან ისინი მიჩვეული იყვნენ ფრონტზე “ვაგნერელების” მიღმა დამალვას და დაქირავებულთა ფრონტის წინა ხაზზე გაშვებას (მათ არ ჰქონდათ უკან დახევის უფლება), ახლა კი რუსებმა ეს დაცვა დაკარგეს.