პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის გაზრდის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობის გაზრდას 137 000 სამხედრო მოსამსახურით, ანუ 2,039,758 პირამდე, ამჟამინდელი 1,902,000-დან.
25 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სამხედროთა რიცხვი გაიზრდება 1,013,628-დან 1,150,628-მდე.