რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც, რუსეთის პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენა შეეძლება.
მიღებული კანონის თანახმად, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს ქვეყნის სათავეში ყოფნის ვადები გაუნულდებათ და 2024 წელს პუტინს საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ კენჭისყრა კიდევ ორჯერ შეეძლება.
ამავე კანონის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, ვისაც ოდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.