პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში  „უცხოური აგენტების“ დევნას აძლიერებს.

დოკუმენტი ხუთშაბათს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

კანონი, კერძოდ, ადგენს, რომ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტების წლის განმავლობაში ორჯერ წარუდგენლობა ისჯება ჯარიმით 300 ათას რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.

სისხლის სამართლის სასჯელი შემოღებულია აგრეთვე „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსის არსებობის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობისა და „უცხო ქვეყნის აგენტის“ მიერ მასალების სტატუსის მითითების გარეშე გავრცელებისთვის.