“ის არის სრულიად განსხვავებულ რეალობაში, სადაც არ არსებობს სამართლიანობისა და საერთაშორისო კანონის შესახებ დიალოგის გამართვის შესაძლებლობა. […] რუსეთი ჩიხშია. ყველაზე სასოწარკვეთილ სიტუაციაში. ყველაფერი, რასაც რუსეთი გააკეთებს, მხოლოდ გააუარესებს მის მდგომარეობას”.
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი უკრაინაში ომს განაგრძობს. ამასთან, მან აშშ-ს ხელმძღვანელობით NATO ცეცხლის გაღვივებაში დაადანაშაულა.