”არ მესმის იმ განცხადებების, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. საქართველო თავად იყოს რუსეთის მსხვერპლი 2008 წლის აგვისტოს ომში. სამართლიანია იმის ხაზგასმა, რომ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებით. თუმცა, ომზე პასუხისმგებლობა სრულიად რუსეთს ეკისრება. პუტინს სურდა ის ომი და ის ამ ომს მიიღებდა სააკაშვილთან ერთად, ან მის გარეშე. ზუსტად ისევე, როგორც მან ახლა ეს უკრაინაში გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად, უკრაინელებმა არ გააკეთეს ის, რაც სააკაშვილმა, პუტინი მათ თავს მაინც დაესხა. ომი საქართველოში მოვიდოდა.
შეგიძლიათ იყოთ სააკაშვილის ოპონენტი და ფიქრობდეთ, რომ მან ცუდი საქმეები აკეთა. ეს ჩემი, როგორც ამერიკელის საქმე არ არის. თუმცა, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას პოლიტიკურად მხარს არ უჭერს, ეს მას დემოკრატიისა და ღირსების საპირისპირო მხარეს აყენებს. ვწუხვარ, მაგრამ ეს, უბრალოდ, არასწორია.
მესმის, რომ საქართველოს არ შეუძლია სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინისთვის. მესმის ისიც, რომ საქართველოს სურს ფრთხილად იყოს. თუმცა, ქართველმა ხალხმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და იგივე გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.
უკრაინელმა ხალხმა, 2008 წელს ქართველებს სოლიდარობა გამოუცხადა. საქართველოს არაფერში დაეხმარება ის, თუ იგი აგრესორის მხარეს მყოფად გამოჩნდება. თუმცა, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. თბილისში გამართული დემონსტრაციების მასშტაბით კი ვფიქრობ, რომ მათ უკვე მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი აზრი.”
ამის შესახებ, “ატლანტიკურ საბჭოს” წარმოადგენელი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.