შაბათი, 23 ნოემბერი , 2024, 13:39

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო.

მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის “უკანასკნელ ამოსუნთქვაში” შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა.

ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა მიღებული აქვს 80-ზე მეტ ფილმში. მას მოპოვებული აქვს ფრანგული აკადემიის ჯილდო სეზარისაპატიო ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე და პალმის რტო. ასევე, არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი.