აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი დასრულდა.
სამიტი ორ სესიად ჩატარდა – პირველი სესია 93 წუთს გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრნენ.
45-წუთიანი შესვენების შემდეგ კი მეორე სესია დაიწყო და 65 წუთის განმავლობაში გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ ჩაატარებენ. ისინი ჟურნალისტებს ცალ-ცალკე შეხვდებიან. ბაიდენმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა.