“რასაკვირველია, აქ არც ცენზურასა და არც სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე ლაპარაკი არ არის. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც პასუხს არ გცემთ, შეგიძლიათ, თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არ გაცემაც უკვე პასუხია, ეს ერთი. აქ ლაპარაკია მედიის წარმომადგენლების მოქმედებების შეზღუდვაზე, რაც პარლამენტში, დერეფნებში დეპუტატების დევნას გულისხმობს. პირდაპირი გაგებით დევნას, ფიზიკურ დევნას […] რატომ გარბიხართ? ობიექტურ შეკითხვას რატომ ემალებით? – ეს ის სცენარია, რომელიც სადღაც წინასწარ იწერება, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების შემდეგ”.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ.