”რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. ამაში მე ეჭვი არ მეპარება. რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. გადარჩეული, ანუ არარსებული საკრებულო ამტკიცებს მთავარ დოკუმენტს, თვითმმართველობის წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც მათი შეხედულებებისამებრს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი ან, ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს. არა, ასე ნურავინ ნუ გაიგებს. ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო.”
განაცხადა, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ.