ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მორიგეობისას სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. მისი მამის თქმით, თვითმკვლელობა სამსახურეობრივ და ოჯახურ პრობლემებს არ უკავშირდება და მიზეზი სავარაუდოდ შეყვარებულთან ურთიერთობაა.
“არავითარი ოჯახური და სამსახურის პრობლემები არ ჰქონდა. კმაყოფილი იყო თავის სამსახურით, სავარაუდოდ შეყვარებულის გამო, მესიჯებია მოსული, ექსპერტიზა დაადგენს. მეგობრებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ შეყვარებული ყავდა,”- ამბობს გარდაცვლილის მამა რუსთავი 2-ის ეთერში.
ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კლინიკაში შეყვანისას ჯარისკაცს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა შუბლის და კეფის არეში.
მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდებ