რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი, თავისი თავი გასჭირვებიათ. რა იმპიჩმენტზე ლაპარაკობენ, პარლამენტში უმრავლესობა როცა ჰქონდათ, ეს მაშინ ვერ მოახერხეს. ახლა გაიღვიძეს და რაღაც ღობე-ყორეს ედებიან და ცაში ბუზებს ითვლიან. მათი საქმე წასულია – ამ ამბავს 26 ოქტომბერს ბეჭედს დავარტყამთ და შემდეგ ერთმანეთს გამოუცხადონ იმპიჩმენტი. იმპიჩმენტობანა ითამაშონ ხოლმე მერე, სადმე შეიკრიბონ, პრეზიდენტად ვინმე აირჩიონ და შემდეგ გადააყენონ.
თქვა კოალიცია ძლიერი-საქართველოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.