სენატორი ჯიმ რიში განმარტავს, რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ, რათა მისი გზავნილები საქართველოში გაითვალისწინოს. რისის თქმით, ეს დახმარებებს შეეხება.
“პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს”,– ამბობს რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, “თუ საქმე ცუდად წავიდა”, ხალხი მთავრობას და პარტიის ლიდერებს პასუხს აგებინებს.
“როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება”,– აღნიშნა ჯიმ რიშმა.