რა კავშირშია ბიზნესმენ ლევან კაჭარავას(ტილიკა) მკვლელობა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან–მედია ახალ ვერსიას ავრცელებს

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი.

როგორც ambebi.ge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს,ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტი­ლი­კა)დააფინანსა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და მა­მის ორ­მოც­ზე და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს ambebi.ge- სთან საუბრისას წყარო.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.პოლიციას დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული და დაკავებული არ ჰყავს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმეს, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ძმებ კაკულიებს კი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმები კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს.

მოკლული ბიზნესმენის, დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა, დანაშაული კი საზღვარგარეთ დაიგეგმა.

ოჯახის წევრებს არ აქვთ ვერსია, თუ რას უკავშირდება ბიზნესმენის მკვლელობა. კაჭარავას დეიდაშვილის, სალომე კობალაძის თქმით, ბიზნესმენს წარსულში პრობლემა არ ჰქონია.

“ოჯახს ამ წუთას არანაირი ვერსია არ აქვს კონკრეტული. გუშინდელი ამბის მერე, ისეთი თავზარდაცემულები ვართ, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ვერ ვფიქრობთ, არ ჰყავს კონკრეტული მტერი. ვიცი, რომ იყო საქმიან შეხვედრაზე იყო. ნამდვილად არ უთვალთვალებენ, არც პრობლემა ჰქონია, არასოდეს დადიოდა დაცვით”, – თქვა მოკლულის დეიდაშვილმა.