‘რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?”,– ასე ეხმიანება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილზე დაწერა.
ღარიბაშვილმა დაწერა, რომ სააკაშვილი 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველის გამზირზე, “პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას”, შემდეგ კი სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.
“ღარიბაშვილი რომ დანიშნა ოცნებამ პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?
პს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას”,– წერს სიმონიშვილი.