რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ამის შესახებ, პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რითი თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული.

“რა მოიგონეს ბათუმში?! რა პალმაზეა ლაპარაკი, ხიდი ვერ დაუგიათ. ხიდი კი არა, არ ვიცი – 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში. კატასტროფა მოგვივიდა, დავკარგეთ უამრავი ადამიანი, ეს ვერაფერი გააკეთეს და ჰგონიათ ახლა პალმას რომ იტყვის, პალმის ფორმის კუნძულსო, რა პალმა.”-განაცხადა ხოშტარიამ.