უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმსვლის გზით, ხოლო პროცედურა შემდეგნაირი იქნება:
- საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომლშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, ასევე გაწერილი იქნება ის ინფორმაცია, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წამროადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია;
- ანკეტაში იქნება ინფორმაცია, სად აპირებს დროის გატარებას მოგზაური საქართველოში ყოფნის დროს, მათ შორის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
- თერმოსკრინინგის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი;
- სავალდებულო კარანტის გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაშ აქვთ არაწვერ მაღალის აფრთხის მქონდე ქვეყნებშ მოგზაურობის ისტორია.