პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი განმარტავს, რა სახის და რა რაოდენობის ალკოჰოლი შეიძლება მიიღოს კორონავირუსისგან განკურნებულმა ადამიანმა საახალწლოდ.
მისი თქმით, შესაძლებელია 3-4 ჭიქა ქართული ღვინის დალევა.
“შესაძლებელია რამდენიმე ჭიქა ქართული ღვინის დალევა. იმიტომ რომ შეიცავს ანტიოქსიდანტებს, შეიძლება სამკურნალო პროცესად იქნეს გამოყენებული რამდენიმე – დაახლოებით 3–4 ჭიქა და არა ჭარბად მოხმარება”,– ასე პასუხობს რატიანი რადიო “ჯორჯიან თაიმსში” მსმენელის კითხვას.