დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.
NCDC–ის რეკომენდაციით, აცრილებმა უნდა:
- ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
- დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
- თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
- მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
- სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება
ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო, ფაიზერით კი 30 მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.