ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა ქართული ოცნებისთვის საზიანოა. მისი განცხადებით, ეს ყოფილ პრემიერასაც უთხრა.
“მართლაც, მაშინ, როცა მე ავადვმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როცა ბრიფინგი მოვისმინე. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად ეს გადაწყვეტილება არის საზიანო.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტკურ პროცესში, ეს დროებითია თუ სულ ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით, თუ ის ჩაერთვება პოლიტკურ პროცესში მისთვის დასასმელ კითხვებს დავუსვამ პირადად მას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.