პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, “ძალიან რთულად ხედავს” რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პერსპექტივას.
მისი აზრით, აღარ არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ერთადერთი მექანიზმი იყო რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად.
“და რა მოხდა? ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი უპასუხისმგებლობით, უგუნურებით თუ არ ვიცი, შეიძლება ანგარებით, იმიტომ რომ რაღაც მოვლენები ისე ეწყობა, მიმტკიცდება აზრი, რომ შეკრულია ენმ ქართულ ოცნებასთან… ნაციონალურ მოძრაობას რომ თავის დროზე ხელი მოეწერა ამ დოკუმენტისთვის, ქართული ოცნება ასე ხელის აკვრით მის ანულირებას ვერ გაბედავდა. მაგრამ იმის გამო, რომ 4 თვე ითრია ფეხი ენმ-მ, ოცნებამ თქვა, რა ვქნა ახლაო, ეს არის დიდი ოპოზიციური პარტია, ხელს არ აწერს და მე რატომ ავიტკიო თავიო?
ეს მექანიზმი აღარ არსებობს და მე ამის შემდეგ ძაან რთულად წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვაიძულოთ ქართულ ოცნებას”,– თქვა ელისაშვილმა პირველი არხის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს არის არა რეფერენდუმი, არამედ თვითმმართველობის არჩევნები.