საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან 3 მაისიდან, 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, არ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. ასევე მიღებული გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.
შეზღუდვები რომლებიც, იმოქმედებს, 3-12 მაისის ჩათვლით.
- 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
- 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე;
- უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;
- ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.