რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით იხსნება.

დღეს, პირველი თებერვლიდან შემდეგი შეზღუდვები მოიხსნა:

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები ისევ დისტანციურად იმუშავებენ;

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში.

აჭარაში პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გაიხსნება, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;

სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;

1-ელი თებერვლიდან მოიხსნა შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზე;

 

მოლები დილის 10-დან საღამოს 7-მდე იფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტებს თავად მოუწევთ გააკონტროლონ მომხმარებელთა ნაკადი და დაიცვან კოვიდუსაფრთოხებისთვის აუცილებელი რეგულაციები.