რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება:

  • იხსნება საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • გაიხსნება ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას;

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 8 და 15 მარტიდანაც.