საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი ძალაში დარჩა. საბჭოს განმარტებით, ამის მიზეზი “ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებია”.
ხვალიდან:
- კვების ობიექტების მუშაობა 6 ოქტომბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება და 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ;
- იხსენება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.
- 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფით პასუხს, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის ცნობას.