საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალ, 8 ივნისის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.
რა იხსნება:
- დახურული კაფებ-ბარები და რესტორნები;
- სასტუმროები, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ;
- ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები;
- აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, თუმცა ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ პირბადით იქნება შესაძლებელი.
ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა, 10 პირზე მეტის შეკრება, ტაქსით 3 ადამიანზე მეტის გადაყვანა და სხვა შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება.