მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან:
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად.
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
- აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
- ხვალიდან ასევე მოიხსნება შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზე.
ძალაში რჩება:
- 1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
- თბილისში, რუსთავასა და ქუთაისში სკოლების და საზ. ტრანსპორტისა აკრძალვა.
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლამდე დაკეტილი რჩება.
- ძალაში რჩება ყველა შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზე.
- საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
- რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გარდა აჭარისა, მუშაობას გააგრძელებენ არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.