“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში? “- აქცია საპატრიარქოსთან და იუსტიციის სახლთან

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში” – ამ ლოზუნგით, სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან და საპატრიარქოსთან ბანერები გადმოფინეს, აქტივისტების თქმით, ეს „გამოსაფხიზლებელი ღონისძიებაა“. როგორ სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ხელისუფლებას საპატრიარქოს წინააღმდეგ წასვლა არ უნდა.

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.