„კანონპროექტს რომ წაიკითხავს პატიმარი, ხვდება, რომ ამ კანონის მიხედვით შეიძლება მას გათავისუფლება შეეხოს და იმის გამო, რომ პროცედურულად ზაფხულია, სხდომები არაა, ციხეში ტყუილად ორი თვე უწევს ჯდომა. ჩემი შეთავაზება იყო – ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს.
„მადლი თუ ქენი, ზედ მარილიც მოაყარეო“, – დაახლოებით ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა.
არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?“
ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.