რამდენიმე მედიასაშუალების სერვერზე კიბერშეტევა მიმდინარეობს

რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, რომ მათ საიტებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ გაითიშა publika.ge-ის საიტი, ასევე on.ge და Tvpirveli.ge. ამ წუთებში მედიასაშუალების საიტები ჩართულია თუმცა მათი მუშაობა შენელებულია.

”tvpirveli.ge-ზე კიბერშეტევა მიმდინარეობს,  დილიდან რამდენჯერმე გაითიშა ტელეკომპანია “პირველის” ვებგვერდი. ჩვენი ვებდეველოპერების ინფორმაციით, tvpirveli.ge სერვერებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.  ამასთან, დილიდან რამდენიმე ქართული გამოცემის საიტიც გაითიშა.  ამ დროისთვის tvpirveli.ge ჩართულია, თუმცა ჩვენი საიტის მუშაობა შენელებულია.”- ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.