თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირები ფარულად იკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ ტიგინაშვილმა “ფორმულასთან” განაცხადა. მისი თქმით, მღვდელმთავრებს აცრის გასაჯაროების რცხვენიათ, ერთის მხრივ საზოგადოებრივი რისხვის ეშინიათ, ხოლო მეორეს მხრივ საპატრიარქოს ადმინისტრაცია მათზე რეპრესიებს განახორციელებს.
“საგულისხმოა, რომ ფარულად და კონფიდენციალურად უმეტესი მათგანი, სასულიერო პირებიდან, არის აცრილი, მრევლის წინაშე კი ამის გასაჯაროება უჭირთ. მე ვიცნობ რამდენიმე მღვდელმთავარს, რომელმაც “ფაიზერის” აცრა გაიკეთა, მაგრამ რცხვენია ამის გასაჯაროების, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი რისხვა იქნება მათზე და საპატრიარქოს ადმინისტრაცია მათ მიმართ განახორციელებს გარკვეულ რეპრესიებს”,- ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.